ორგანიზაციის მისიაა: იმერეთის რეგიონში თემის მოთხოვნილებების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის კამპანიებისა და სათემო პროექტების განხორცილებით ხელი შევუწყოთ თემის განვითარებას, საგანმანათლებლო პროექტებით გავაძლიეროთ ადამიანური კაპიტალი, რათა მათმნიშვნელოვანი როლი შეასრულონ თემის და მუნიციპალურ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების და მონიტორინგის პროცესში. ორგანიზაციის საქმიანობა ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ძირითად პრინციპებს და მოიცავს თანამშრომლობას ხელისუფლებასა და ბიზნეს სექტორთან.
თემთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ასოციაცია ,,იმერეთის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ასოციაცია იმერეთის წევრებს გააჩნიათ ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება, თემთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელისშემწყობი პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება.
პროექტის მიზანი: ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გარემოს დაცვითი კომპონენტით ნაკისრი ვალდებულებების ჭრილში, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება, ნარჩენების მართვის გეგმის სამოქმედო გეგმების მონიტორინგი, მოსახლეობის თვითშეგნების დონის ამაღლება, ევროსტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად თვითმმართველობების მიერ საჭირო საბიუჯეტო და ფინანსების გაზრდის ხელშეწყობა.
პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრეინინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC).
ელ. ფოსტა tsega.imereti@gmail.com
მიხეილ უშვერიძე- გამგეობის თავმჯდომარე
+995577964430
mishaushveridze@yahoo.com
პროექტების მენეჯერი: დავით ვასაძე
+995597650098
davitvasadze@yahoo.com